2026-11-21 20:22:24
რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტიდან 28 მილიონზე მეტი, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება, მათ შორის:
გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება - 23 603 700 ლარი;
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება - 2 172 500 ლარი;
საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება - 2 312 900 ლარი.
შემდეგი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იგეგმება:
მელიქიშვილისა და ლომოურის გასასვლელებში გზისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა;
გრიგოლ ხანძთელის ქუჩის გაგრძელებისა და აღმაშენებლის გამზირთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა;
მოდებაძის ქუჩისა და სპორტის აკადემიის გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
ნიშნიანიძისა და დოლიძის ქუჩების რეაბილიტაცია;
გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაციის II ეტაპი;
სასაფლაოს ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაცია;
მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
მესხიშვილის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია - რუსთაველის მოედნიდან თოდრიას წრემდე;
შუქნიშნების შეძენა-მონტაჟი.