რუსთავში, სალონში ხანძარია [video]

2026-11-18 13:19:35

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სალონში ხანძარია. [video]

საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ცეცხლი სალონის შიდა სივრცეში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ამ დროისთვის შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.

მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებასა და სრულად ლიკვიდირებას ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის დროს სალონში არავინ არ იმყოფებოდა.