რუსთავში 2 კაცი დააკავეს

2026-10-04 00:07:28

რუსთავში 2 კაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში პოლიციამ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა სავარაუდოდ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

მომხდარზე პოლიციამ 2  ახალგაზრდა კაცი ამხილა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.