2026-09-15 16:40:31
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე ერთმანეთს "ჰიუნდაის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.