ხანძარი რუსთავში [Video]

2026-07-18 20:54:57

რუსთავში, მე-19 მკ/რ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით საბურავებით გაკეთებულ ღობეს ორჯერ გაუჩნდა ცეცხლი. ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა მთელ ქალაქში.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და ხანძარი ლიკვიდირებულია.