2026-07-15 22:47:14
რუსთავში ავტომობილი ქალს დაეჯახა [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი გზაზე ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის დროს დაშავდა 70 წლამდე ქალი. პაციენტი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. მას ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.