2026-07-15 18:27:52
რუსთავში Rustavi International Motorpark-ზე გაიმართება ლეგენდარული კანადელი როკ-მუსიკოსი ბრაიან ადამსის კონცერტი გაიმართება.
Biletebi.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადამსი საქართველოში „Roll With The Punches“ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის, რომელიც მის უახლეს ალბომს ეძღვნება. კონცერტი 2027 წლის 17 ივნისს გაიმათება.
ბრაიან ადამსი საერთაშორისო როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალწლიანი წარმატების მქონე არტისტია. მისი ახალი ალბომი, „Roll With The Punches“, აერთიანებს ყველაფერს, რის გამოც მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს — ენერგიულ როკ-ჰიმნებს, გამორჩეულ გიტარის რიფებს, დასამახსოვრებელ მელოდიებსა და ემოციურ, გულწრფელ ტექსტებს.
კონცერტზე შესრულდება როგორც ახალი ალბომის კომპოზიციები, ასევე ბრაიან ადამსის კარიერის ყველაზე ცნობილი ჰიტები, მათ შორის: "Summer of '69," "Heaven," "Run to You," "Please Forgive Me" და "(Everything I Do) I Do It For You." მსმენელს ელოდება მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის სხვადასხვა პერიოდის გამორჩეული სიმღერები და დაუვიწყარი ცოცხალი შესრულება.