2026-06-24 12:07:04
რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მიმართულებაზე ახალი მარშრუტების დამატებაზე მუშაობ.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
"სამსახურთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე. ვაკვირდებით ჩვევას, რომლის შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონდა. გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ვნახულობთ დღის განმავლობაში ნაკადებს. დამატებით ხაზებზე თბილისის მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე რუსთავის საკრებულოსთან ერთად ვიმსჯელებთ. ურბანულად ვითარდება თბილისიც და რუსთავიც, ჩნდება ახალი ობიექტები, სადაც მნიშვნელოვანია ახალი სატრანსპორტო სისტემის მოწყობა.
რაც შეეხება შიდა სატრანსპორტო კვლევას, ქალაქი განვითარდა და ისეთი უბნები გაშენდა, სადაც აქამდე არავინ ცხოვრობდა და ახლა ითხოვენ მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებას.
ასევე ვმუშაობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ახალი ავტობუსების დამატებაზე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
კითხვის დაზუსტებაზე, შესაძლებელია თუ არა ერთ-ერთი ახალი მარშრუტი იყოს რუსთავის-დიღომი, მერმა გვიპასუხა, რომ მათ შორის ესეც განიხილება.
მისივე თქმით, ახალი ავტობუსების უახლოეს შეიძენენ.