პოლიციამ 625 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება

2026-06-24 11:33:52

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ზუგდიდში, ბრალდებულების  პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით  დიდ ოდენობით - 625  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.