2026-06-21 17:01:53
რუსთავის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმლის მიღებისთვის დაჯარიმდებით.
საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის დალევა იკრძალება და პიროვნება რომელიც კანონს არ დაექვემდებარება 50 ლარიდან -150 ლარამდე დაჯარიმდება.
ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორება კი 500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
პასუხისმგებლობა ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებრივ ადგილებში სმისთვის, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წესდება.
ალკოჰოლური სასმელების მიღება შემდეგ საზოგადოებრივ ადგილებში იკრძალება: სტადიონი, სკვერი, პარკი, ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.