რუსთავში 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის ბიჭს პატიმრობა შეეფარდა [Video]

2026-06-07 14:30:24

რუსთავში, 50 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა. [ვიდეო/video]

შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

დაკავებულს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ უცნობია.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, ალი ბადიროვი კი ამბობს, რომ არსებობენ სხვა არასრულწლოვანი მოწმეები, რომლებზეც მოკლულმა კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა.

"საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, თვითონ ბრალდებულის ჩვენებით, ასევე, სავარაუდოდ, ესპერტიზის დასკვნითაც გამოჩნება ის სურათი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად არ იტყუება და უდანაშაულოა. სხვა არარულწლოვნებიც ამბობენ, რომ იყვნენ მსხვერპლნი მისი [მოკლულის] ძალადობრივი მოქმედებების და მათთანაც ჰქონდა მცდელობა, რომ დაემყარებინა სქესობრივი ურთიერთობა. მოკლულის მხრიდან ეს პირველი არასრულწოვანი არ იქნებოდა, უბრალოდ მან შეძლო თავის დაღწევა. როგორც ვიცი, ერთ-ერთი მოწმე თანახმაა, ყველას წინაშე წარდგეს და ისაუბროს, თუ როგორ შეძლო თავის დაღწევა",- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, ალი ბადიროვი.

მოკლულის მხრიდან, სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა დაცვის მხრის მიერ სასამართლოში მიყვანილმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა.

"გარდაცვლილმა სახლში რამდენიმეჯერ დამპატიჟა არ მივედი.ერთი თვის წინაც დამპატიჟა მივედი და ჩემი დატოვება უნდოდა. მეუბნებოდა, ჩემთან დარჩიო, მაგრამ სახლში გავიქეცი",- აცხადებს არასრულწლოვანი.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე 5 ივნისს მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.