რუსთავში სახელოვნებო სკოლა "ბრავოს" ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება

2026-05-27 19:01:08

რუსთავში სახელოვნებო სკოლა "ბრავოს" ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

"ბავშვების ინტერესები არ უნდა დავაზიანოთ და ამ ნაწილში მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მერიას აქვს სამართლებრივი ჩარჩო და კანონი გვავალდებულებს გარკვეული ეტაპების გავლას. კანონის ფარგლებში ვაგრძელებთ იმ პროცედურებს, რომელიც მოიჯარესთან ჰქონდა მუნიციპალიტეტს. ძალიან შევეცადეთ, კონსტრუქციულად და საქმიანად ყოფილიყო განხილული ყველა ის დეტალი, რაზეც გვინდოდა საუბარი.

ძალიან სამწუხარო სურათი იყო პირადად ჩემთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები მონაწილეობდნენ. მერია ვაგრძელებთ სამართლიანი, კანონიერი გზით ყველა იმ საკითხის გარკვევას, რაც გვევალება. რაც შეეხება ბავშვებს, ძალიან მინდა, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ უკეთეს გარემოში ითამაშონ სპექტაკლი. თეატრში შევთავაზეთ მათ სივრცე, სექტემბრიდან ახალ თანამედროვე კულტურის სახლში, ეს შეთავაზება ძალაში რჩება. თუმცა მათი მხრიდან არჩევანი ისევ იმ ადგილზეა გაკეთებული, სადაც სპექტაკლებს მართავდნენ. 

ჩვენ ელექტრო ენერგიის მიწოდებას აღვუდგენთ იმ ვადით, რა ვადითაც მათ ექნებათ სპექტაკლები, რომ ბავშვების შრომა, მონდომება და სიყვარული არ იყოს დაკარგული. მინდა, რომ მათ ჰქონდეთ ხელშეწყობა, მათ შორის - ალტერნატიული ფართის სახით, რომელსაც ვთავაზობთ. თუ ამ შეთავაზებას არ მიიღებენ, შევეცდები, რომ ხელი შევუწყო იმ ვადით, რა ვადითაც ექნებათ სპექტაკლები", - განაცხადა ლაცაბიძემ