როდის დაიწყება რუსთავის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია

2026-05-27 17:39:25

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების აღსაზრდელთათვის საზაფხულო ბაღში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 29 მაისს დაიწყება.

"2026 წლის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება! 
მშობლების საყურადღებოდ!
მიმდინარე წელს, ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო 
ბაგა-ბაღების გაერთიანების“ საზაფხულო ბაღი სამ ფილიალში იმუშავებს: №1 ბაღი, №23 ბაღი, №31 ბაღი.

ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება 29 მაისს
ვებგვერდზე: www.rustavikids.ge

საზაფხულო ბაღით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ რუსთავის ბაგა-ბაღებში უკვე ჩარიცხულ აღსაზრდელებს.
გისურვებთ მხიარულ და ბედნიერ ზაფხულს!",- ნათქვამია განცხადებაში.