2026-05-26 20:00:40
რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ლომოურის ქუჩაზე, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პირადი ჩხრეკის დროს 25 წლამდე კაცს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს.
სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.