2026-04-04 14:56:58
რუსთავში 2026 წლის 1 ივლისიდან, სხვა და სხვა დაწესებულების ტერიტორიაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შეყვანა/გასეირნება იკრძალება.
აღნიშნული საკითხი რუსთავის მე-8 მოწვევის საკრებულოს რიგით მეექვსე სხდომაზე განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
რუსთავში ცხოველის შეყვანა იკრძალება: ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე დაშვებულია ასისტენტი ძაღლის შეყვანა ჩამოთვლილ დაწესებულებებში.
ასევე ცხოველების შეყვანა იკრძალება: სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.
იკრძალება ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბელის და ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში დაშვებულია ხელში აყვანის ან სპეციალური გადამყვანის კონტეინერის ან ჩანთით.
შეგახსენებთ რომ 2026 წლის 1 ივლისიდან სავალდებულო იქნება შინაურ ცხოველთა დაჩიპვა და რეგისტრაცია.
ასევე იცვლება ცხოველთა მეპატრონეთა და მიმკედლებელთა უფლება მოვალეობები.