რის გამო გამოიძახეს რუსთავში სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი [photo]

2026-03-05 20:30:45

რუსთავში, ერთერთ კორპუსში სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა რომ ლეონიძის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლში, მეექვსე სართულზე ცეცხლი და კვამლი შენიშნეს.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს შემდეგი სიტუაცია დახვდათ - მეექვსე სართულზე ლიფტთან ახლოს მობინადრე მწვადს წვავდა.