რუსთავის ნაძვის ხისა და საახალწლო სოფლის დემონტაჟი მიმდინარეობს

2026-01-15 16:51:10

რუსთავის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო სოფლის დემონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი" თანამშრომლები ახორციელებენ.

ქალაქის მასშტაბით მოისხნება საახალწლო განათებებიც.

სადღესასწაულო მორთულობების დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება.