2025-12-02 13:32:57
ნოემბრის თვეში, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვარში მომხდარი 16 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.
ავარიები დაფიქსირდა შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, თოდრიას, მესხიშვილის, ტაშკენტისა და მშენებელთა ქუჩებზე.
ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი ნაწილი მეგობრობის ქუჩაზე მოხდა.