რუსთავის-ნორიოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 2 "ტოიოტას", "შევროლეტის", "ჰონდას", "ჰიუნდაისა" და "ვოლკსვაგენის" ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს სამი ადამიანი დაშავდა და ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნათია მინდაძემ განგვიცხადა, პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები, ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება, მეორის კი სტაბიულრად.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.