სააღდგომოდ რუსთავის ავტობუსები უფასო იქნება

2025-04-17 18:30:51

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიდასაქლაქო მუნიციპალური ტრანსპორტი, 20 და 21 აპრილს, რუსთაველებს უფასოდ მოემსახურება.

სასაფლაოს მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები, 20 და 21 აპრილს, 08:00 სთ-დან  5 სხვადასხვა ლოკაციიდან გადაიყვანენ მგზავრებს:

თამარ მეფის სახელობის მოედანი

ჭყონდიდელის სახელობის უბანი, რჩეულიშვილის სახელობის ქუჩა

მე-12 მ/რნი წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მ/ტ

ბათუმის ქუჩა ძვ.ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

მეტალურგიული ქარხნის მ/ტ