რუსთავში კაცმა ცოლსა და შვილს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთერთი საცხოვრებელ კორპუსში, 40 წლამდე კაცსა და მის მეუღლეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქმარმა ჯერ ცოლს სცემა და შემდეგ შვილს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.