რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს

2023-12-24 00:27:20

რუსთავში რამდენიმე ბინა გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქალაქის სხვადასხვა მისამართზე 3 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ბინები გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით ბრალდებულები დაკეტილ ბინებში სხვადასხვა საშუალებებით აღწევდნენ და დროის უმოკლეს ვადაში გაჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ძირფასეულობა და თანხა.

მომხდარზე მალევე დაიწყო გამოძიება. ჩატარებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებულები დააკავეს.