რუსთავში შვილმა დედა დაჭრა [video]

2022-10-15 00:04:19

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა. [ვიდეო/video]

19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, შვილსა და დედას შორის დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. კამათის დროს შვილმა დედას ჭრილობა სამზარეულოს დანით მიაყენა.

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტირის მოადგილემ, დავით გოგოძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"ახალგაზრდა ქალბატონი მოყვანილ იქნა მუცელში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით. აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამჟამად კი მისი მდგომარეობა შეეფარდება გადატანილ ტრავმას. მძიმე შოკის კლინიკა იყო, სისხლის დანაკარგი იყო დიდი, გაეწია შესაბამისი დახმარება და ახლა უკეთ არის, თუმცა რჩება მძიმე მდგომარეობა, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ პაციენტი", - განაცხადა გოგოძემ.

რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები