რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში განგვიცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დინამიკაში გაუმჯობესებულია.