რუსთავში, კოსტავას გამზირზე ახალი ეკრანის მონტაჟი მიმდინარეობს.
ახალი ეკრანის განთავსებით ქალაქში 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და სამონტაჟო სამუშაოებს აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმა" ასრულებს.
აუქციონის პირობების თანახმად ახალი მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება და საეთერო დროის 10%-ს თვითმმართველობას დაუთმოს.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი ეკრანი მწყობრიდან იყო გამოსული და შეცვლას საჭიროებდა.