რუსთავში, კოსტავას გამზირზე არსებული ძველი მონიტორის დემონტაჟი განხორციელდა და მისი ახლით ჩანაცვლების პროცესი დაიწყო.
აუქციონში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია "ალმა" ქალაქში ეკრანის განთავსების სახით 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
აუქციონის პირობების თანახმად, მონიტორის ფართობი 40-50კვ.მ იქნება, გარდა ამისა, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ახალი ეკრანის განთავსების შემდეგ საეთერო დროის 10% თვითმმართველობას დაუთმოს.
როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გია ანთაურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მონტაჟი მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულებული იქნება. მისივე ინფორმაციით, ძველი ეკრანი მწყობრიდან იყო გამოსული და შეცვლას საჭიროებდა.
"როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გია ანთაურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მონტაჟი მარტის შუა რიცხვებისთვის უკვე დასრულებული იქნება", - განაცხადა ანთაურმა.