რუსთავში ცენტრალურ მოედანზე ეკრანს შეცვლიან

2020-10-16 18:18:52

რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე განთავსებულ მონიტორს ახლით ჩაანაცვლებენ.

ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მონიტორის შესაცვლელად აუქციონი გამოცხდდება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განცხადებით, სრულად რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი ახალ, უფრო ლამაზ, უფრო დიდ, ხარისხიან და გამართულ ეკრანს საჭიროებს.

ახალი ეკრანისთვის აუქციონი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება 500 000 ლარის ინვესტიცია განაცოხრციელოს. პირობების თანახმად,  მონიტორის ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 40 კვ.მ და არაუმეტეს 50კვ.მ-ს, გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ახალი ეკრანის განთავსების შემდეგ საეთერო დროის 10% თვითმმართველობას დაუთმოს.

რაც შეეხება ძველ მონიტორს, რომელი ახლა დგას კოსტავას ქუჩაზე, ონიანის, განცხადებით, საკრებულოს ინიციატივაა, რომ ეკრანი განახლებული ლეონიძის სკვერში გადაიტანონ.