ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რესტორან მარაბდასთან. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ტრაილერს ცხრვები გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.