ესპანეთში ერთმანეთს 2 მატარებელი შეეჯახა, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი

2026-10-28 14:48:11

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ავარია მადრიდისა და სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა და ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.

ავარიის შემდეგ მადრიდ-ანდალუსიის ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზი დროებით დაიხურა.