2026-09-20 13:18:06
საბერძნეთში საქართველოს 3 მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ბერძნული მედიის ცნიბით 5 მამაკაცი 23 ძარცვაშია ბრალდებული და მათ 179 000 ევროს ოდენობის ძვირფასეულობა მოიპარეს.
მათი ინფორმაციით დაჯგუფების ლიდერი 37 წლის ქართველი მამაკაცია, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის.
თანხის გასათეთრებლად დაჯგუფების წევრები ყიდულობდნენ ავტომობილებს, აწყობდნენ წვეულებებს და აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ.
გარდა ამისა, მათ დაახლოებით 76 000 ევრო გადმორიცხეს საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებზე.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.