პოლონეთში ქართველი კაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს

2026-07-17 13:01:08

პოლონეთში 46 წლის ქართველი დააკავეს.

მამაკაცს 69 წლის კაცისთვის დაახლოებით 45 ათასი ზლოტის, დოკუმენტებისა და ჩანთის ძალადობით წართმევას ედავებიან.

გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბანკთან მოხდა. დაზარალებული თანხის განაღდების შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა, რა დროსაც უცნობი კაცი მგზავრს ჩუმად მიუახლოვდა, ჩანთა ძალით გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.

პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერების კამერების ჩანაწერებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში დააკავეს.