პოლონეთში,38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს [Video]

2026-03-26 12:39:49

პოლონეთში, ვროცლავში,38 წლის სქართველოს მოქალაქე დააკავეს. 

ინფორმაციას ვროცლავის პოლიცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცავებმა "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ინსპექტირეის მიზნით გააჩერეს. 38 წლის საქართველოს მოქალაქემ, შემოწმების დროს ოფიცრებს მართვის ყალბი მოწმობა წარმოუდგინა. მამაკაცმა აღიარა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.

საქართველოს მოქალაქე ადგილზე დააკავეს. 
დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.