2026-03-20 18:24:37
თურქეთში, ადანას კოზანის რაიონში სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
ინფორმაციას თურქული მედია "TRTHABER" ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევისას გადაბრუნდა Kamil Koch-ის კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ანკარიდან ოსმანიენის მიმართულებით მოძრაობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის, საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამსახურის ჯგუფები.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
23 დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით კოზანის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის შემდეგ ავტობუსის მძღოლი დააკავეს.