ირანში ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 2,571-მდე გაიზარდა, არაოფიციალურად კი 12 000-ზე მეტია

2026-01-14 12:08:47

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპულთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 2,571-მდე გაიზარდა. 

CBS კი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა რიცხვი 12 000-დან 20 000-მდეა.

ოფიციალურად დადასტურებულ დაღუპულთა შორის 2,403 ადამიანი საპროტესტო აქციის მონაწილე იყო, 147 მთავრობასთან დაკავშირებული პირი. დაღუპულებს შორის 12 არასრულწლოვანია, 8 კი სამოქალაქო პირი, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ.

ირანის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის გამართული საუბრის შემდეგ, Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში მყოფი მომხმარებლებისთვის უფასო გახდა.

შეგახსნებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს.