2026-01-09 12:04:38
ირანში საპროტესტო აქციების დროს ინტერნეტი მთელ ქვეყანაში გაითშა.
ხუთშაბათს ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა, მიუხედავად უსაფრთხოების ძალების მიერ ძალადობრივი დარბევისა, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლებამ არეულობის ჩახშობის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშა.
ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფმა NetBlocks-მა X-ზე განაცხადა, რომ ინტერნეტი ხუთშაბათს საღამოს გაოთიშა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავს ტაქტიკას ოფიციალური პირები წარსულში საპროტესტო აქციების დროს იყენებდნენ ძალადობის ამსახველი ვიდეოების ქვეყნიდან გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
სოციალური მიზეზებით დაწყებული პროტესტი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. დემონსტრანტები თეირანსა და სხვა ქალაქებში, ქვეყნის მთავარი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პოლიტიკიდან წასვლას ითხოვენ. 12 დღიანი საპროტესტო აქციების დროს 45 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 8 ბავშვი, 2260 აქციის მონაწილე კი დააკავეს.