რუსთავის 8 ყველაზე მოთხოვნადი სკოლა ცნობილია

2018-05-08 09:46:11

რუსთავის საჯარო სკოლებში, პირველკლასელთა ჩარიცხვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ჩარიცხვის სტატისტიკის მიხედვით, გამოვლინდა 8 ყველაზე პოპულარული სკოლა, სადაც ადგილები, ჩარიცხვის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეივსო.

8 ყველაზე პოპულარული სკოლა, სადაც ადგილები, ჩარიცხვის გამოცხადებიდან, უახლოეს წუთებში შეივსო:

#2 საჯარო სკოლა -ვაკანტური იყო 75 ადგილი

#4 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 125 ადგილი

#5 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 150 ადგილი

#7 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 125 ადგილი

#11 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 75 ადგილი

#21 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 150 ადგილი

#24 საჯარო სკოლა - ვაკანტური იყო 125 ადგილი

#28 საჯარო სკოკლა - ვაკანტური იყო 75 ადგილი

დანარჩენ სკოლებში ვაკანტური ადგილები ჯერ კიდევ დარჩენილია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, რომელიც 2 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ეს სკოლის ბაზებში, გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე, ასევე სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.