ვითარება რუსთავის სასაფლაოსთან [photo]

2024-05-06 11:49:46

რუსთავის მუნიციპალურ სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე საავტომობილო საცობია.

სასაფლაოებზე მისასვლელ გზაზე ავტომობილთან რიგი ახალი ხიდიდან იწყება.

ავტომობილთა მოძრაობის დასარეგულირებლად ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის პირველ ორშაბათს მიცვალებულთა მოსაგონიებლად საფლავებზე გადიან.