რუსთავში nike-ს რეკლამა გადაიღეს [video]

2018-04-12 11:11:55

რუსთავში "ნაიკის" რეკლამის გადაღება დასრულდა. გადაღებებეი ცენტრალურ ხიდზე მიმდინარეობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გადამღები ჯგუფი დილიდან იყო მობილიზებული. სარეკლამო რგოლის გადაღებების გამო შეზღუდული იყო ხიდზე გადაადგილება, ვითარებას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. მოძრაობის შეზღუდვას მგზავრების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ დროისთვის ცენტრალურ ხიდზე მოძრაობა აღდგენილია. ნახეთ ვიდეო.

სარეკლამო რგოლი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან მედია საშუალებებში განთავსდება.