მოსახლეობა შველას ითხოვს [photo]

2018-02-20 23:19:55

წერილი "ინფო რუსთავს" - "გამარჯობა, მე-17 მიკროში მე-7 კორპუსის გზის მხარეს ერთ-ერთ კუთხეზე მიშენებული აივანი ჩამოშლის პირასაა - გადმოზნექილია უკვე საკმაოდ. ეს თუ გადმოინგრა, ტროტუარამდეც გადმოსწვდება და ღმერთმა ნუ ქნას ვინმე მოჰყვეს. იქნებ ვინმეს შეატყობინოთ - ჩამოანგრიონ და ხიფათის საშიშროებაც აღარ იქნება."

"ინფო რუსთავის" ჟურნალისტი ადგილზე გავიდა და თავად ნახა რა სიტუაციაა აღნიშნულ მისამართზე. ნახეთ ფოტოები.