დაჯარიმდებით თუ არა რუსთავში, ეზოში მანქანის გარეცხვისთის

2024-03-26 17:24:47

ავტომობილების ეზოებში გარეცხვის საკითხი ტემპერატურის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება. მოქალაქეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას, მათი თქმით, ავტომობილების რეცხვით ეზოები იტბორება.

მოსახლეობის ნაწილი დაინტერესებულია, ითვალისწინებს თუ არა რაიმე სახის სანქციას აღნიშნული ქმედება.

საინფოორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" როგორც რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, ისე გარემოსდაცვით ზედამხედველობას დაუკავშირდა და გაარკვია, რომ კანონით აღნიშნული ქმედება დასჯადი არ არის.

ავტომობილების რეცხვასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ: "სატრანსპორტო საშუალების (მცურავი სატრანსპორტო საშუალების გარდა) ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში ან/და მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე გარეცხვა - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით".