ისრაელში ახალგაზრდა ქართველი კაცი მოკლეს

2024-02-19 11:25:02

ისრაელის ქალაქ ხოლონში საქართველოს 40 წლამდემოქალაქე მოკლეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები ასევე ქართველმა კაცმა მიაყენა.

დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ებრაული მედიიც ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.