საიდან გავლენ ავტობუსები სასაფლაოს მიმართულებით

2024-05-05 11:37:57

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო განცხადებას ავრცელებს.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს, მუნიციპალური ავტობუსები რუსთავის სასაფლაოს მიმართულებით, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მე-12 მიკრორაიონი, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია- 08:00სთ-დან 12 წუთის ინტერვალით

კოსტავას გამზირი, პირამიდის მიმდებარე ტერიტორია-08:00 სთ-დან 20 წუთის ინტერვალით

ჭყონდიდელის დასახლება, რჩეულიშვილის ქუჩა, ,,მადაგონის“ მიმდებარე ტერიტორია - 08:00.სთ-დან 50 წუთის ინტერვალით.