რუსთავში მეხი ჩამოვარდა

2023-09-24 00:42:27

რუსთავში, დაახლოებით 00:19 საათზე მეხი ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა, სავარაუდოდ, XI-XII მიკრორაიონის მიმდებარედ მოხდა.

მეხი საცხოვრებელი სახლებიდან რამდნიმე მეტრში, სავარაუდოდ მინდორში, ტყე-ჭალის მიმდებარედ დაეცა.

მეხის ჩამოვარდნის ხმა რუსთაველების ნაწილმაც გაიგო.

ამ დროისთვის უცნობია გამოიწვია თუ არა მეხის ჩამოვარდნამ ზიანი.

არსებული ინფორმაციით მეხის ჩამოვარდნისას არავინ დაშავებულა.