რუსთავში მეხი ჩამოვარდა

2023-06-20 11:15:29

რუსთავში გაამთენიისას, დაახლოებით 04:40 საათზე მეხი ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, იაღლუჯის ფერდის მიმდებარედ მოხდა.

მეხი საცხოვრებელი სახლებიდან რამდნიმე მეტრში, სავარაუდოდ, მინდორში დაეცა.

მეხის ჩამოვარდნის ხმა რუსთაველების დიდმა ნაწილმა გაიგო.

ცნობისთვის, რუსთავში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის გამოც ქუჩების ნაწილიც დაიტბორა.