ბზობის დღესასწაული რუსთავში [photo]

2023-04-09 13:06:12

მართლმადიდებლური ეკლესია ბზობის დღესასწაულს ზეიმობს.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მორწმუნეები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავენ, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ.

იგი თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

როგორ აღნიშნეს ბზობის დღესასწაული რუსთავის ეკლესიებში "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქალაქის მასშტაბით არსებული სხვადასხვა ტაძრიდან.