„დაინდეთ თქვენი ორგანიზმი"

2021-10-18 16:07:30

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთების საჭიროების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერჯერობით ასეთი საჭიროება არ დგას და მოქალაქეებმა მესამე დოზის გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„სინოფარმი“/„სინოვაკით“ აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ. ვაქცინის „ფაიზერით“ ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.

დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!

როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

ახლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.