რა ხდებოდა და ვისი სახელები გაჟღერდა სასამართლო პროცესზე (ვიდეო)

2017-07-23 18:21:44

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის ა.წ-სა და  და ქვემო ქართლის გუბერნიის ყოფილი თანამშრომლის გ.ნ-ს პირველი წარდგენა გაიმართა სადაც სასამართლოს უნდა ემსჯელა ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. პროკურატურა აღნიშნული პირებს ქრთამის აღებას  ედავებოდა, თუმცა საქმე თაღლითობის ბრალდებით გადაკვალიფიცირდა. სხდომაზე თავდაპირველად სიტყვა პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილს მიეცა. მისი თქმით ა.წ. და გ.ნ. აზერბაიჯანელი ინვესტორისგან მიწის ყიდვაზე უფლების მოპოვების სანაცვლოდ 15 000 $ ითხოვდნენ. პროკურორის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით ბრალდებულები გარანტიას აძლევდნენ მეწარმეს რომ ნებართავს უპრობლემოდ აიღებდნენ და საამისოდ მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან რამდენიმე შეხვედრაც განახორციელეს, ასევე პირდებოდნენ რომ ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მშენებლობაზე არ ექნებოდა პრობლემა. ბრალდებულების ადვოკატების თქმით ისინი ბიზნესმენს გარკვეული გასამრჯელოს სახით მომსახურებას სთავაზობდნენ და ადგილი არ ჰქონდა თაღლითობას, სწორედ ამის გამო მათ ჰქონდათ შეხვედრები რუსთავის მერიის თანამდებობის პირებთანაც. გ.ნ.-ს ადვოკატი აცხადებს რომ - "ეს არ ხდებოდა ჩუმად და მალულად. ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებზე არ გვაქვს პრეტენზია, ფაქტობრივ გარემოებეზე არაფერს ვამბობთ აქ საუბარია სამართლებლივ შეფასებებზე. საქმე გვაქვს სამოქალაქო სამართალ ურთიერთობებთან და არა სისხლის სამართალის დანაშაულთან".

აღსანიშნავია რომ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხებიან რუსთავის მერიის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის სავარაუდოდ დაიკითხება მერის ყოფილი და ამჟამინდელი მოადგილე დავით ლობჟანიძე, ფაქტი პროკურორმა "ინფო რუსთავთან" საუბარში დაადასტურა. ასევე ცნობილია რომ საქმეში არსებობს რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი და ასევე 7000$ რომელიც მათ წინასწარ აიღეს ინვესტორისგან. ნახეთ ვიდეო.

ადვოკატებმა ბრალდებულების, თითოეულზე 10 000 ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვეს თუმცა მოსამართლემ ორივე პატიმრობაში დატოვა და მიზეზათ მოწმეებზე ზეწოლა დაასახელა.

შეგახსენებთ რომ რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელი ა.წ. და ქვემო ქართლის გუბერნიის ყოფილი თანამშრომელი გ.ნ. სუს-მა ორი დღის წინ დააკავა. საქმის მასალების მიხედვით ცნობილია რომ მათ წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით თაღლითობის ჩადენის მცდელობა და  სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება ედებად ბრალად. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.