მესამედ გამოცხადებული კონკურსი

2017-07-17 12:59:16

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად კონკურსი მესამედ გამოცხადდა.

პირველი კონკურსი აღნიშნული პოსტის დასაკავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა. პოზიციის დასაკავებლად, სხვა მსურველებთან ერთად, კონკურსში გოგი ქავთარაძეც იღებდა მონაწლეობას. თუმცა კონკურსის გამოცხადებიდან, 6  დღეში, საბჭოს ფორმირებისა და კონკურსის წესების რედაქტირების გამო, კონკურსი ჩაიშალა.

 რამდენიმე თვეში კონკურსი კვლავ გამოაცხადა. გამოვლინდა გამარჯვებულიც, თუმცა თეატრმა ფუნქციონირება ისევ სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე გააგრძელა. ამ შემთხვევაში, პოზიციის დაკავებაზე უარი, კონკურსის გამარჯვებულმა, მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ თქვა. უარის მიზეზი, როგორც თავად მსახიობმა განმარტა, თეატრის მმართველობასთან დაკავშირებით, მასსა და ქალაქის ხელმძღვღვანელ პირებს შორის განსხვავებული ხედვები აღმოჩნდა.

2 ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, რუსთავის მერიამ, ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, კონკურსი კვლავ გამოაცხადა. ადგილობრვი თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე, რეგისტრაციის ვადები და საჭირო კრიტერიუმები ქვეყნდება. კონკურსის პირობები.