ნანუკა ხუსკივაძის პირველი კომენტარი თანამდებობის დატოვების შემდეგ

2017-05-04 12:57:11

„ჩემსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება ვერ შედგა“. ნანუკა ხუსკივაძემ „ინფო რუსთავთან“, თანამდებობის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თეატრის განვითარების სტრატეგიასთან მიმართებაში, მისი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ხედვა ერთმანეთს ვერ დაემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ვერ შედგა, კადრების ცვლილაბასა და მენეჯმენტის განკარგვის საკითხებში.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ადგილობრივ თვითმმართველობაში: „მოგეხსენებათ, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპლური თეატრის სამხატვრო ხელმძღვამელის თანამდედბობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა ქალბატონმა ნანუკა ხუსკივაძემ. სამწუხაროდ, იყო გარკცვეული საკითხები, რაზეც რუსთავის მერიის და ქალბატონ ნანუკა ხუსკივაძის მოსაზრებები არ დაემთხვა ერთმანეთს. ძალიან ვწუხვართ, რომ არ შედგა ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას მისი შემოქმედების მიმართ. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ხელმეორე კონკურსს გამოაცხადებს.“  ნათქვამია რუსთავის მერის ოფიციალურ განცხადებაში.

ნანუკა ხუსკივაძემ გამარჯვება 6 კანდიდატს შორის მოიპოვა. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, მან,  თეატრის განვითარების 4 წლიანი სტრატეგიის, საუკეთრსო გეგმა წარადგინა.