რუსთავის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება.

2017-01-23 15:27:07

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებოაბა ვაკანტურია. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ კონკურსში მონაწილეობას გოგი ქავთარაძე მიიღებეს, რეჟსორმა დაგვიდასტურა. სხვა კანდიდატების ვინაობა ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია. ქავთარაძე ერთხელ უკვე იყო, რუსთვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მან თანამდებობა 2002 წელს დატოვა და დასს დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მართავდა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს. პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად: სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

კანდიდატთა წარდგენის წესი: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკურ პირს, რომლის მონაცემებიც შეესაბამება კონკურსის პირობების მოთხოვნებს. კონკურსში მონაწილეობისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა და სამუშაო გეგმა, ასევე უნდა მოიცავდეს ხედვას თეატრის დებულებასა და სტრუქტურაზე. კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი CV, განხორციელებული დადგმების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან; კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი; კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; კანდიდატის ფოტოსურათი; საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში თითო-თითო ეგზემპლარად. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 02 თებერვლის 18.00 სთ-მდე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში.